ავტორიზაცია

"მისი დაცვაში ყოფნა საუკეთესოა, რაც შეიძლება გამაჩნდეს, ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია", - ლეო მესი თანამემამულეზე

"მისი დაცვაში ყოფნა საუკეთესოა, რაც შეიძლება გამაჩნდეს, ის მსოფლიოში საუკეთესო მცველია", - ლეო მესი თანამემამულეზე
თარიღი 11 Sep 2023, 23:42
ლეო მესიმ თავის თანამემამულეს, კრისტიან რომეროს, მსოფლიოს საუკეთესო მცველი უწოდა.

ასეთი საქებარი სიტყვები „ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა ეკვადორთან (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ დაიმსახურა.

„ვფიქრობ, ამჟამად, ის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. მან ძალიან კარგად ითამაშა და ვფიქრობ, მოედანზეც საუკეთესო იყო.

დაცვაში მისი ყოფნა - საუკეთესოა, რაც შეიძლება გამაჩნდეს. ის სულ წინ წასვლისკენ მიბიძგებს, იმიტომ რომ თავის მეტოქესთან მუდმივად ერთი-ერთზე სურს დარჩენა.

მიჩვეული ვარ, რომ უკან არ ვიყურები და ეს შემტევი ფეხბურთელისთვის ძალიან კარგი ფუფუნებაა.“, - უთხრა მესიმ Telemundo-ს.