ავტორიზაცია

მისვლიდან 5 თვეში - ქეცბაიამ ანორთოსისი დატოვა

მისვლიდან 5 თვეში - ქეცბაიამ ანორთოსისი დატოვა
თარიღი 03 Feb 2026, 16:02
ანორთოსისში მისვლიდან 5 თვეში ქართველმა სპეციალისტმა თემურ ქეცბაიამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ქეცბაია, ანორთოსისი ზაფხულში ჩაიბარა, თუმცა გუნდის ცუდი შედეგებიდან გამომდიარე, კონტრაქტი გაწყვიტა.

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში ანორთოსისი ჩლორაკას დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა. გუნდს მხოლოდ 20 ქულა აქვს და მე-11 პოზიციაზეა.

მოგეხსენებათ, ქეცბაია ანორთოსისის მთავარ მწვრთნელად მესამედ მუშაობდა. ის გუნდს 2004-09 და 2019-22 წლებში წვრთნიდა.