ავტორიზაცია

მიტომამ ბრაიტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მიტომამ ბრაიტონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
თარიღი 20 ოქტ 2023, 14:08
იაპონელმა ნახევარმცველმა კაორუ მიტომამ "ბრაიტონთან" ახალი სამუშაო ხელშეკრულება გააფორმა. 

ნახევარმცველმა "თოლიებთან" კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.

26 წლის ფეხბურთელი "ბრაიტონში" 2021 წლის აგვისტოდან თამაშობს. 

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში იაპონელმა 8 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.