ავტორიზაცია

მიტროვიჩი: "ალ-ჰილალი მადრიდის რეალს ჰგავს"

მიტროვიჩი: "ალ-ჰილალი მადრიდის რეალს ჰგავს"
თარიღი 17 სექ 2023, 16:04
სერბმა ცენტრალურმა ფორვარდმა ალექსანდრ მიტროვიჩმა ინგლისის პრემიერ ლიგიდან საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადასვლაზე ისაუბრა.

"პრემიერ ლიგის ნოსტალგია არ მაქვს, თუმცა იქ მრავალი წელი გავატარე. მიხარია, რომ საბოლოოდ ტოპ კლუბში გადავედი. 

ალ-ჰილალი ცოტათი მადრიდის რეალს ჰგავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, მსურს გუნდთან ერთად ტიტულები მოვიგო. “, - ციტირებს თავდამსხმელის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

მიტროვიჩი "ალ-ჰილალში" "ფულჰემიდან":ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გადავიდა. 

ტრანსფერის ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა.