ავტორიზაცია

მიულერი ბაიერნს უფასოდ დატოვებს — მის დამატებას MLS-ის გუნდი შეეცდება

მიულერი ბაიერნს უფასოდ დატოვებს — მის დამატებას MLS-ის გუნდი შეეცდება
თარიღი 02 May 2025, 23:05
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ტომას მიულერი მიუნხენის ბაიერნს დატოვებს და დიდი ალბათობით, ევროპულ ფეხბურთსაც დაემშვიდობება.

გერმანული Bild-ის ცნობით, 35 წლის შემტევი ნახევარმცველის დამატება ლოს ანჯელესს სურს და მზად არის მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

შეგახსენებთ, რომ ტომას მიულერი ბაიერნის აკადემიის აღზრდილია და კლუბის მაისურით ჩატარებულ 748 შეხვედრაში 248 გოლი გაიტანა და 274 საგოლე გადაცემა შეასრულა.