მიუნხენის ბაიერნმა პალინიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო პალინიამ შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს მიუნხენის "ბაიერნი" დატოვოს. ამის შესახებ ინსაიდერი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში იუწყება.
წყაროს ცნობით, გერმანულმა გრანდმა ნახევარმცველის გაშვება გადაწყვიტა, რომელიც გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ ვერ იქცა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჟოაომ 15 მატჩი ჩაატარა.