ავტორიზაცია

“მივდივარ თუ არა გუნდიდან?” - ანჩელოტის კომენტარი

“მივდივარ თუ არა გუნდიდან?” - ანჩელოტის კომენტარი
თარიღი 18 მაი 2023, 01:34
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” “მანჩესტერ სიტისთან” უშანსოდ, 4:0 წააგო.

მატჩის შემდეგ თავის მომავალზე კომენტარი სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

“მივდივარ თუ არა რეალიდან? - ამაზე საუბარი არც არის. ფლორენტინო პერესს უკვე შევხვდი და დარჩენა მსურს.

რაც შეეხება წაგებას, ეს მარცხი დაგვეხმარება იმაში, რომ მომავალ
წელს უფრო ძლიერები ვიყოთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.