მიზანი დაბრუნებაა: ლოკომოტივმა პირველი ტრანსფერი განახორციელა

თბილისის "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგიდან უშანსოდ გავარდა და გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას ახალი მიზნებით იწყებს.
როგორც ჩანს, რკინიგზელების მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2023 წელსვე დაბრუნებაა.
GOAL.GE-ს ინფორმაციით, "ლოკომოტივმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა და გიორგი ხარებაშვილი დაიმატა.
გასულ სეზონში ხარებაშვილი "გარეჯის" რიგებში გამოდიოდა და გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი იყო.
ეროვნული ლიგა 2-ის გასულ სეზონში ხარებაშვილმა 28 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი