ავტორიზაცია

მიზეზები, რომელთა გამოც მბაპეს რეალში ტრანსფერს აზარი შეეწირება

მიზეზები, რომელთა გამოც მბაპეს რეალში ტრანსფერს აზარი შეეწირება
თარიღი 26 Feb 2021, 23:07

"რეალის" შემტევმა, ედენ აზარმა შეიძლება "რეალი" დატოვოს, თუ კლუბი "პსჟ"-ს თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდებას მოახერხებს.

მოგეხსენებათ, ფრანგი და ბელგიელი, რომელმაც ტრავმის გამო უკვე 40 მატჩზე მეტი გამოტოვა, ერთ პოზიციაზე ასპარეზობენ.

გარდა ამისა, აზარი წლიურად 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, მადრიდელებისთვის კი მასთან ერთად მბაპეს ანაზღაურების გადახდა გაუჭირდებათ, კლუბში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით.

"რეალში" ფიქრობენ, რომ მბაპეს ტრანსფერი მედიის ყურადღებას მიიპყრობს, რაც აზარის თავდაჯერებულობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამიტომაც, იმ შემთხვევაში, თუ გარიგება შედგება, 30 წლის ბელგიელი "რეალში" ძველ ფორმას ვერასოდეს დაიბრუნებს.

სწორედ ამ მიზეზების გამო შეიძლება გადაწყვიტოს "რეალმა" აზართან განშორება, იტყობინება ავტორიტეტული გამოცემა AS.

მიმდინარე სეზონში ედენმა ლა ლიგაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. იგი ახლაც ტრავმირებულია.