მიზეზები თუ რატომ უნდა გაუშვას ჩელსიმ ენცო ფერნანდესი
როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩელსი ფიქრობ თავისი არგენტინელი მოთამაშის ენცო ფერნანდესის გასხვისებას. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონით მადრიდის რეალი ინტერესდება. “ლურჯების“ ხელმძღვანელობას საკმარისი არგუმენტები აქვს იმისათვის, რომ გაყიდოს თავისი მოთამაშე. ენცოსგან გაცილებით დიდი მოლოდინი იყო, როდესაც ის ბენფიკადან ინგლისში 121 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მაშინ ფერნანდესი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ ჩელსიში მისი საქმეები კარგად არ წარიმართა.
ჩელსიში ყოფნის პერიოდში, ფერნანდესს არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია, არგენტინელმა ფეხბურთელმა მოედნის ცენტრში ყველგან იასპარეზა. “არისტოკრატების“ მაისურით 70 შეხვედრიდან ენცომ 30 მატჩი ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, 30 ცენტრალური ნახევარმცველის და 10 შეხვედრა გამთამაშებლის ამპლუაში მოირგო. რა თქმა უნდა, ესეც მოქმედებს ფეხბურთელზე და მის არასტაბილურ თამაშზე, როდესაც არგენტინელმა გამთამაშებლის პოზიცია მოირგო, მის ანგარიშზე მხოლოდ 1 საგოლე პასი იყო, რაც ძალიან ცოტაა ამ პოზიციის მოთამაშისთვის.
მარესკამ ფერნანდესი ექვსიანის პოზიციაზეც მოსინჯა, მაგრამ მანდ ფერნანდეს სხვა პრობლემები შეხვდა, ამ პოზიციისთვის ენცო ძალიან სუსტი და ნელია მას არ ყოფნის ფიზიკური მონაცემები იმისათვის, რომ დაიჭიროს ცენტრალური ზონა და სისხარტე რომ აყვეს მეტოქის თამაშს.
როდესაც ენცო გამოდის მოედანზე, ჩელსი თავისი მატჩების, მხოლოდ 35% იგებს, ხოლო მის გარეშე ეს მაჩვენებელი 81% უდრის. ასევე ეს ყველაფერი გოლებზეც აისახება ფერნანდესთან ერთად გუნდის საშუალოდ 2 გოლს უშვებს, რაც ძალიან ბევრია, ხოლო მის გარეშე მარესკას გუნდი გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს თავს დაცვაში და ნაკლებ ბურთსაც უშვებს და ეს გატანილ გოლებზეც აისახება, როდესაც ფერნანდესი მინდორზეა მისი გუნდის 1 გოლს იტანს, ხოლო მის გარეშე მინიმუმ 2 ბურთი გააქვს.
ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ფერნანდესი უარყოფითად მოქმედებს გუნდზე და ჩელსიმ შეიძლება სერიოზულად იფიქროს, მის გაშვებაზე. მიმდინარე სეზონში ფერნანდესმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 3 საგოლე გადაცემაა.