ავტორიზაცია

მხითარიანი: "კონტრაქტი? ამის დრო ჯერ არ გვქონია"

მხითარიანი: "კონტრაქტი? ამის დრო ჯერ არ გვქონია"
თარიღი 13 Jan 2021, 17:14
„რომას“ ნახევარმცველმა, ჰენრიხ მხითარიანმა, გუნდთან გაფორმებულ კონტრაქტზე ისაუბრა.

ამჟამინდელი ხელშეკრულებით, სომეხი ფეხბურთელი რომაულ გუნდთან ზაფხულამდეა დაკავშირებული.

„რომამ ჩემი ირწმუნა. ჩემი თამაშითაც ჩანს, რომ აქ ბედნიერი ვარ. რაც შეეხება კონტრაქტს, მისი განხილვისთვის დრო ფიზიკურად არ გვქონია.

რამდენიმე დღის ინტერვალში ჯერ „ინტერს“ ვეთამაშეთ, ახლა კი „ლაციოსთან“ დერბი გველის. მალე გავისაუბრებთ.“ - ციტირებს მხითარიანის სიტყვებს La Repubblica.

მხითარიანი „რომაში“ იჯარით თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და „ჯალოროსის“ სრულუფლებიანი წევრი, თავისუფალი აგენტის სტატუსით გახდა.