ავტორიზაცია

მხითარიანმა სომხეთის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი თქვა

მხითარიანმა სომხეთის ნაკრებში დაბრუნებაზე უარი თქვა
თარიღი 18 მარ 2023, 13:44
ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო სომეხმა ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე პეტრაკოვის სომხეთის ნაკრებში დაბრუნების შეთავაზებაზე უარი თქვა. ინფორმაციას Radar Armenia ავრცელებს.

მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან დაკავშირებას პირველივე დღიდან ცდილობდა, როგორც კი სომხეთის ნაკრებს სათავეში ჩაუდგა.

"მზად ვიყავი მილანში წავსულიყავი და დამელაპარაკა, მაგრამ მან უარი თქვა. მხითარიანის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. “, - განაცხადა პეტრაკოვმა.