მხოლოდ 12 წუთით ენდნენ - აიაქსმა ისევ წააგო, მიქაუტაძემ ცოტა ითამაშა
ევროპა ლიგის მე-4 ტურში „აიაქსმა“ შინ „ბრაიტონთან“ წააგო.
შეხვედრა „იოჰან კროიფ არენაზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მე-15 წუთზე ანგარიში ადინგრას პასით ანსუ ფატიმ გახსნა, 53-ზე კი ამ დუეტმა გოლი პირიქით შექმნა, ამჯერად ასისტენტის როლში ფატი მოგვევლინა, გოლი კი ადინგრამ გაიტანა.
„აიაქსის“ ქართველი შემტევი გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა დარჩენილ დროში ანგარიშს ვეღარაფერი დაუპირისპირა.

ოთხი ტურის შემდეგ „აიაქსი“ 2 ქულით ჯგუფში მე-4 ადგილს იკავებს და ლიდერ „ბრაიტონს“ 5 ქულით ჩამორჩება.