ავტორიზაცია

"მხოლოდ მეგობრობა და მეტი არაფერი", - ხავიმ კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ბარსელონაში დანიშვნას არ აპირებს

"მხოლოდ მეგობრობა და მეტი არაფერი", - ხავიმ კვლავ გაუსვა ხაზი, რომ ბარსელონაში დანიშვნას არ აპირებს
თარიღი 02 Jul 2021, 17:07

„ბარსელონას“ ექს-ფეხბურთელმა, ხავი ერნანდესმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კლუბის მთავარ მწვრთნელობას ჯერ არ აპირებს.

მას „ბარსელონაში“ დანიშვნას მუდმივად უკავშირებენ, როგორც კი კატალონიელთა ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს სკამი შეერყევა.

„ლაპორტასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებს და არაფერი მეტი. „ბარსელონას“ ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ - ლაპორტას, როგორც პრეზიდენტს, კუმანს, როგორც მწვრთნელს და ასევე ფეხბურთელებს.

ბევრ ფეხბურთელთან მე დღემდე ვმეგობრობ. ყოველთვის მინდა, რომ „ბარსელონა“ იგებდეს. თუმცა, მეტი არაფერი ხდება.“ - აღნიშნა ხავიმ.

ამჟამად, ლეგენდარული ესპანელი ყატარულ „ალ-სადს“ უდგას სათავეში, რომელთან ერთადაც განვლილ სეზონში ადგილობრივი ჩემპიონატის მოგება მოახერხა და გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.