ავტორიზაცია

მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი უსწრებს - რონალდუმ კარიერაში 1200-ე მატჩი ჩაატარა

მხოლოდ ოთხი ფეხბურთელი უსწრებს - რონალდუმ კარიერაში 1200-ე მატჩი ჩაატარა
თარიღი 09 დეკ 2023, 01:53
„ალ რიადთან“ მატჩი კრიშტიანუ რონალდუსთვის საიუბილეო გამოდგა.

„ალ ნასრის“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა თავის კარიერაში 1200-ე მატჩი ჩაატარა.

რონალდუ მხოლოდ მეხუთე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

მასზე მეტი შეხვედრა მხოლოდ ოთხ მეკარეს - პიტერ შილტონს (1375), პოლ ბესტოკს (1286), როჯერიო სენიოს (1237) და ფაბიო ლოპესს (1212) აქვთ ჩაატარებული.