ავტორიზაცია

მნიშვნელოვანი 3 ქულა — მილანმა მძიმე ბრძოლაში კომო დაამარცხა

მნიშვნელოვანი 3 ქულა  — მილანმა მძიმე ბრძოლაში კომო დაამარცხა
თარიღი 16 Jan 2026, 02:48
სერია A-ში მორიგი გადადებული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს კომო და მილანი დაუპირისპირდნენ (1:3).

მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩი იხილა. იმის მიუხედავად, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში სესკ ფაბრეგასის გუნდმა, "როსონერი" დაჯაბნა, მაქს ალეგრის გუნდმა შეძლო და სახლში უმნიშვნელოვანესი 3 ქულით დაბრუნდა. 

მილანი ამ გამარჯვებით 43 ქულას აგროვებს და თანაქალაქელ ინტერთან ჩამორჩენას 3 ქულამდე ამცირებს.

გოლების ავტორები: მარკ-ოლივერ კემპი, კრისტოფერ ნკუნკუ (პენ.), ადრიენ რაბიო (დუბლი).