ავტორიზაცია

მნიშვნელოვანი გამარჯვება — არსენალმა ტოტენჰემი გაანადგურა

მნიშვნელოვანი გამარჯვება — არსენალმა ტოტენჰემი გაანადგურა
თარიღი 23 Feb 2026, 02:13
პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ტოტენჰემი და არსენალი დაუპირისპირდნენ (1-4).

მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ სანახაობრივი მატჩი იხილა. იმის მიუხედავად, რომ მიკელ არტეტას გუნდი ამ შეხვედრას არც ისე კარგ ფორმაში შეხვდა, სტუმრებმა იგორ ტუდორის შეგირდებს მაინც ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.

არსენალი ამ გამარჯვების შემდეგ 61 ქულას აგროვებს და კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას სატურნირო ცხრილში, ხოლო ტოტენჰემი 29 ქულით 16-ე ადგილზე დარჩა.

გოლების ავტორები: 0-1 ებერეჩი ეზე 32', 1-1 რანდალ კოლო მუანი 34', 1-2 ვიქტორ იოკერეში 47', 1-3 ებერეჩი ეზე 61', 1-4 ვიქტორ იოკერეში 90+4'.