მნიშვნელოვანი გამარჯვება — ლივერპულმა ნიუკასლი გაანადგურა

პრემიერ ლიგის 24-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ენფილდზე, ლივერპულსა და ნიუკასლსს შორის გაიმართა, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ 4-1.
არნე სლოტის გუნდმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩში პირველი გოლი ნიუკასლმა გაიტანა. საბოლოო ჯამში მერსესაიდელებმა შეძლეს და ნიუკასლი დაამარცხეს, რითაც უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს.
ენფილდის ბინადრებმა ამ ტურის შემდეგ 39 ქულას მოუყარეს თავი, რითაც დროებით მე-5 პოზიციაზე გადასვლა შეძლეს. რაც შეეხება ნიუკასლს, ედი ჰაუს გუნდი 33 ქულით, მე-10 პოზიციაზე დარჩა.
გოლების ავტორები: 0-1 ენტონი გორდონი 36', 1-1 უგო ეკიტიკე 41', 2-1 უგო ეკიტიკე 43', 3-1 ფლორიან ვირცი 67', 4-1 იბრაჰიმა კონატე 90+3'.


