ავტორიზაცია

მნიშვნელოვანი გამარჯვება! მესიმ მარსელინოს ბილბაოში დებიუტი ჩააშხამა [VIDEO]

მნიშვნელოვანი გამარჯვება! მესიმ მარსელინოს ბილბაოში დებიუტი ჩააშხამა [VIDEO]
თარიღი 07 იან 2021, 01:54
ლა ლიგის გადადებულ მატჩში, რომელიც მეორე ტურის ეგიდით გაიმართა, „ბარსამ“ სტუმრად „ბილბაოს“ 3:1 მოუგო.

ანგარიში მესამე წუთზე, ინიაკი უილიამსმა გახსნა. თუმცა, „ბარსელონამ“ წონასწორობა მალევე, დე იონგის ასისტითა და პედრის გოლით გაათანაბრა.

38-ე წუთზე ლეო მესიმ პედრის საგოლე გადაცემით იხეირა და „ბარსელონა“ წინ გაიყვანა, რომელმაც 62-ე წუთზე გრიზმანის პასით დუბლიც მიითვალა და „ბარსელონას“ პრინციპულ მეტოქესთან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

90-ე წუთზე იკერ მუნიაინმა ერთი ბურთის გაქვეთა მოახერხა, თუმცა ანგარიშის გასათანაბრებლად მასპინძლებს დრო აღარ ეყოთ.

აღნიშნული მატჩი „ბილბაოს“ სათავეში სადებიუტო იყო „ვალენსიას“ ექს-თავკაცის, მარსელინო ტორალისთვის, რომელმაც „ატლეტიკი“ რამდენიმე დღის წინ ჩაიბარა.

„ბარსამ“ 31 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ლიდერ „ატლეტიკოსთან“ ჩამორჩენა 7 ქულაა, თუმცა მადრიდელებს 2 მატჩით ნაკლებიც აქვთ ჩატარებული.