მოდრიჩი ლევანტესთან შეხვედრას გამოტოვებს
"რეალის" ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი ლა ლიგის მეორე ტურში "ლევანტესთან" გასამართ მატჩში გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, იუწყება Marca.
გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატმა 20 აგვისტოს ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა, რის გამოც აღნიშნულ შეხვედრას გამოტოვებს.
დღეს, 21 აგვისტოს, 35 წლის ფეხბურთელი დამატებით ტესტებს გაივლის, რათა დადგინდეს, თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
"ლევანტე" - "რეალი" ხვალ, 22 აგვისტოს, თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს სტარტს.