ავტორიზაცია

მოგება დაუმარცხებელ მეტოქესთან — ლაშა გურულის წარმატებული დებიუტი

მოგება დაუმარცხებელ მეტოქესთან — ლაშა გურულის წარმატებული დებიუტი
თარიღი 15 Mar 2025, 21:47
დღეს, პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგა.

ქართველმა მოკრივემ შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა და დაუმარცხებელ განელს მეტოქეს, ბერნარდ აბეის 6-რაუნდიან დაპირისპირებაში დამაჯერებლად მოუგო.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ლაშა კერესელიძემ ინდოელი გურპიარ სინგი დაამარცხა, გიორგი ჭიღლაძემ ირანელ სეიედსინა ღალეჰბანდის მოუგო, ირაკლი მელიქიშვილმა კი სამხრეთ აფრიკელ აიანდა მთემბუს აჯობა.

აღნიშნული ივენთი Martlab Boxing Promotions-ის ეგიდით, რუსთავის სპორტის სასახლეში ჩატარდა. ივენთზე ერთმანეთს ქართველი და უცხოელი მოკრივეები, ასევე გამორჩეული ქართველი მებრძოლები დაუპირისპირდნენ.