მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის რეკორდი დაამხო

დღეს ლივერპულმა სეზონი იფსვიჩ თაუნთან მოგებით გახსნა. შეხვედრა 2-0 დასრულდა, ერთ-ერთი გოლი კი მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა - მან ინგლისის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩებში მე-9 გოლი შეაგდო, რაც აბსოლუტური რეკორდია.
სალაჰმა ამ შედეგით ალან შირერს, უეინ რუნისა და ფრენკ ლამპარდს გადაასწრო, რომლებსაც 8-8 გოლი აქვთ.