ავტორიზაცია

"მოიქეცი ისე, როგორც ენკე", - რატომ აღარ სარგებლობს ლენო სოცქსელებით?

"მოიქეცი ისე, როგორც ენკე", - რატომ აღარ სარგებლობს ლენო სოცქსელებით?
თარიღი 17 Feb 2021, 13:23
"არსენალის" გოლკიპერმა, ბერნდ ლენომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ აღარ სარგებლობს სოციალური ქსელებით.

"ინგლისშიც და გერმანიაშიც გავმხდარვარ შეურაცხყოფის მსხვერპლი. ერთხელაც ისეთი რამ მოხდა, უბრალოდ თავიდან არ ამომდიოდა. სიგიჟე იყო".

"ძალიან ცუდი მატჩი ჩავატარე და ერთმა ბიჭმა სოცქსელში მომწერა: "მოიქეცი ისე, როგორც ენკე".

"როცა ეს წავიკითხე, მივხვდი, რამდენი სულელი ადამიანია სოცქსელებში. ამის გამო, არაფერს არ ვკითხულობ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყველაფერი კარგად მიდის. აღარ მჭირდება, უკეთესს არ მხდის, დროის ფლანგვაა", - ციტირებს ლენოს სიტყვებს Sky Sports.

მოგეხსენებათ, "ჰანოვერის", "ბენფიკას", "გლადბახის" და "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ, რობერტ ენკემ 2009 წელს, 32 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.