მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა — ჰარი კეინი ბაიერნთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰარი კეინს ბაიერნში დარჩენა სურს და უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
გავრცელებული ინფორმაციით მხარეები ახალ კონტრაქტზე უკვე მუშაობენ და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა — 32 წლის ინგლისელი თავდამსხმელი მიუნხენურ გრანდში 2029 წლამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰარი კეინმა მიუნხენის ბაიერნის მაისური 29 შეხვედრაში მოირგო, 34 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

