ავტორიზაცია

მოლაპარაკებები დაწყებულია — პსჟ წამყვან ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს

მოლაპარაკებები დაწყებულია — პსჟ წამყვან ფეხბურთელებს ახალ კონტრაქტებს სთავაზობს
თარიღი 16 Oct 2025, 17:36
როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ფრანგულ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ დიდი ალბათობით ვილიან პაჩო და უსმან დემბელე იქნებიან.

ვილიან პაჩოსთან სიტუაცია ბევრად მარტივადაა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ 23 წლის ცენტრალური მცველი ახალ კონტრაქტს ძალიან მალე გააფორმებს. მხარეები გარიგების ბოლო დეტალებს აგვარებენ, რის შემდეგაც ეკვადორელი ფეხბურთელი არსებულ ხელშეკრულებას 2030 ან 2031 წლამდე გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება უსმან დემბელეს, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს ჯერ არ არიან, მაგრამ როგორც კლუბთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით შეთანხმებაც მალე შედგება. შეგახსენებთ, ოქროს ბურთის მფლობელ ფრანგ ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.