მოლაპარაკებები გრძელდება - იუვენტუსი €50 მილიონს იხდის, ბარსელონა უარზეა
იუვენტუსი რონალდ არაუხოთი კვლავ ინტერესდება და იმედოვნებს, რომ ტრანსფერს იანვარშივე დახურავს.
"ბიანკონერის" ტრავმიანობის გამო დაცვაში პრობლემები აქვს, რის გამოც მცველის შეძენა ახლავე სურს. Relevo-ს ინფორმაციით, ტურინული კლუბი მზადაა, ბარსელონას ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ €50 მილიონი შესთავაზოს.
ამავე წყაროს ცნობით, ბარსას მეტი სურს. მომდევნო დღეებში მოლაპარაკებები უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს. "ბებერი ქალბატონი" ოპტიმისტურადაა განწყობილი.
ინიგო მარტინესის დაზიანების შემდეგ, სიტუაცია უფრო გართულდა, რადგან ბასკი 4-5 კვირას გამოტოვებს. ამის ფონზე, თუ არაუხო წავა, "ბლაუგრანას" მისი შემცვლელის ძიება მოუწევს.