მოლაპარაკებები შეჩერებულია — ვინისიუსის მოთხოვნა და რეალის პოზიცია ცნობილია

უკვე რამდენიმე თვეა მადრიდის რეალის ხელმძღვანელობა და ვინისიუს ჟუნიორი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.
ესპანური მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან ფეხბურთელის მოთხოვნას და კლუბის შეთავაზებას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა.
25 წლის ბრაზილიელი შემტევი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ 31 მილიონიან ხელფასს ითხოვს — ზუსტად იმდენს, რამდენიც მხოლოდ მბაპეს აქვს. სამეფო კლუბი კი მას 25 მილიონს სთავაზობს, რაც ვინისიუსისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია.
შეგახსენებთ, რომ ვინისიუს ჟუნიორს მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მხარეები ახალ ხელშეკრულებას ვერ გააფორმებენ, მას უახლოეს მომავალში კლუბის დატოვება მოუწევს.