მომენტი, როცა გთაფლავს რეალი, თუმცა პსჟ 36 მილიონს გთავაზობს
As-ის თანახმად, მადრიდის "რეალი" აგებს კონკურენციას "პარი სენ-ჟერმენთან", კილიან მბაპეს ყიდვა/შენარჩუნების საკითხში.
"პსჟ" ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, ფრანგ თავდამსხმელს ყოველწლიური ხელფასის სახით სთავაზობს 36 მილიონ ევროს, ანუ იმდენს, რამდენსაც ნეიმარ ჟუნიორი იღებს.
"სამეფო კლუბს" კი თავის მხრივ შეუძლია მხოლოდ პარიზელთა შემტევის მოქმედი ანაზღაურების გამეორება, ანუ 21 მილიონის.
როგორც ვხედავთ, "ლურჯ-წითლები" თავიანთ შვიდიანს სთავაზობენ "ბლანკოსის" წინადადებაზე 15 მილიონით მეტს.
ფრანგული პრესა ვარაუდობს, რომ "თეთრები" ვერ გაუწევენ ფინანსურ საკითხში კონკურენციას "პარკ დე პრენსის" ბინადრებს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა თავად წარმოშობით კამერუნელ გოლეადორზეა.
იმ შემთხვევაში, თუ 22-წლის თავდამსხმელი თანახმა იქნება 21 მილიონზე, "გალაქტიკოსების" ვარიანტი კვლავ აქტუალური გახდება.