მომენტი, როცა ქართველ ლეგიონერს ნაპოლის ლეგენდა ცვლის

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი ხარაიშვილი "გიოტებორგიდან" "ფერენცვაროშში" გადავიდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შვედეთში ჩაატარა 76 მატჩი და გაიტანა 20 გოლი.
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბუდაპეშტში გადასულ ფლეიმეიქერს "თეთრ-ლურჯებში" მარეკ ჰამშიკი შეცვლის.
ვეტერანმა სლოვაკმა ჰავბეკმა ჩინური "დალიანი" უკვე დატოვა და "ანგელოზებს" ის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთება.
აღნიშნულ ინფორმაციას Transfermarkt-ი და კიდევ რამდენიმე წყარო ადასტურებს. შეგახსენებთ, "გამლა ულევის" ბინადრების მომავალმა შუახაზელმა კარიერის საუკეთესო წლები "ნაპოლიში" გაატარა.
33-წლის ნახევარმცველი "ლურჯებში" თამაშობდა 2007-2019 წლებში და 121 გოლით მან კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობაც მოასწრო.