მოქმედი ჩემპიონის წარუმატებელი სტარტი — ინტერმა ჯენოას ვერ მოუგო
იტალიის სერია ა-ს 2024/25 წლების სეზონის პირველ ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ინტერი ჯენოას ესტუმრა და ფრეს დასჯერდა.
შეხვედრის ანგარიში 26-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს — თავი ვოლიაკომ გამოიჩინა, რასაც 4 წუთში ტურამმა უპასუხა და პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.
მეორე ტაიმის სტუმრების აქტიურობით მიმდინარეობდა და მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე ტურამის დუბლით ინტერი დაწინაურდა, თუმცა, 96-ე წუთზე მესიასმა აღადგინა წონასწორობა და მოქმედმა ჩემპიონმა საწყის ტურში ქულები დაკარგა.
მომდევნო ტურში ინტერი საკუთარ მოედანზე ლეჩეს უმასპინძლებს, ხოლო ჯენოა მონცას ესტუმრება.