ავტორიზაცია

მორატა იტალიურ ტოპ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა

მორატა იტალიურ ტოპ კლუბში გადასვლასთან ახლოსაა
თარიღი 15 Jul 2024, 12:50
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ალვარო მორატა იტალიის სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა. 

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ესპანელი "მილანში" გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია. 

"როსონერი" 13 მილიონი ევროს გადახდაზე დათანხმდა, რაც კომპენსაციის სახით მორატას კონტრაქტში იყო შეტანილი. 

ალვარო 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს წელიწადში 5 მილიონი ევროს ანაზღაურებით. 

გავრცელებული ინფორმაციით, მორატა ამ კვირაში "მილანში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.