ავტორიზაცია

მორიგ ტრანსფერთან ახლოს — ლივერპული იტალიელ მცველს იმატებს

მორიგ ტრანსფერთან ახლოს — ლივერპული იტალიელ მცველს იმატებს
თარიღი 13 Aug 2025, 17:00
ლივერპულის ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს და კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატებასთან არის ახლოს.

იტალიური მედიის ცნობით, პარმას 18 წლის ცენტრალური მცველი, ჯოვანი ლეონი დიდი ალბათობით კარიერას ლივერპულში გააგრძელებს და კლუბთან კონტრაქტს 2031 წლამდე გააფორმებს.

მერსესაიდულმა კლუბმა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და ახლა მოლაპარაკებეს პარმასთან აწარმოებს. არის შანსი, რომ ლეონი ერთი წლით პარმაში დარჩეს და ლივერპულს მომდევნო ზაფხულში შეუერთდეს.