მორიგ ტრანსფერთან ახლოს — ლივერპული ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ლივერპული ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია და რამდენიმე ფეხბურთელი უკვე დაიმატა.
გავრცელებული ინფორმაციით, მერსესაიდელები გაჩერებას არ აპირებენ და ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებასთან ახლოს არიან — უგო ეკიტიკე აინტრახტს ტოვებს და კარიერას ლივერპულში გააგრძელებს. მხარეები ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ და ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებენ.
შეგახსენებთ, რომ ლივერპულში იჯარიდან გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა, ასევე გუნდმა ჯერემი ფრიმპონგი, მილოშ კერკეზი და ფლორიან ვირცი გაიფორმა.