მორიგი 3 ქულა — მანჩესტერ სიტიმ ლიდს იუნაიტედი დაამარცხა

პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ლიდს იუნაიტედს და მანჩესტერ სიტის შორის გაიმართა.
მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იხილა, რომელშიც პეპ გუარდიოლას გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვებით 59 ქულა მოაგროვა და არსენალთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება ლიდს იუნაიტედს, დანიელ ფარკეს გუნდი 31 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩა.
გოლის ავტორი: 0-1 ანტუან სემენიო 45+2'.


