მორიგი ჩაგდებული მატჩი, მორიგი მარცხი - ლოჩოშვილის შეფასება დღევანდელი მატჩიდან

იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "კრემონეზე" სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო "კრემონეზეს" ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი.
ლოჩოშვილმა და მისმა გუნდმა მორიგი მატჩი ჩააგდეს. ქართველმა ყვითელი ბარათი მიიღო, 82-ე წუთზე შეცვალეს და ყველაზე დაბალი, 6,2 შეფასება მიიღო.
17 ტურის შემდეგ, ლოჩოშვილის "კრემონეზე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ მოუგია.
