ავტორიზაცია

მორიგი გამარჯვება: ლევერკუზენი ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონია!

მორიგი გამარჯვება: ლევერკუზენი ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონია!
თარიღი 21 დეკ 2023, 09:46
გერმანიის ბუნდესლიგაში გამართული მატჩი "ლევერკუზენსა" და "ბოხუმს" შორის, მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩაბი ალონსოს გუნდმა წელი დაუმარცხებლად დაასრულდა და ზამთრის ჩემპიონი გახდა.

16 ტურის შემდეგ, "ლევერკუზენს" 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.

"ლევერკუზენი" ევროპის ტოპ ლიგებში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ თამაში არ წაუგია - 13 მოგება, 3 ფრე.