ავტორიზაცია

მორიგი გამარჯვება — მანჩესტერ იუნაიტედი სამეულში შევიდა

მორიგი გამარჯვება — მანჩესტერ იუნაიტედი სამეულში შევიდა
თარიღი 01 Mar 2026, 23:26
პრემიერ ლიგის 28-ე ტურის ერთ-ერთი მატჩი ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედსა და კრისტალ პალასს შორის გაიმართა.

იმის მიუხედავად, რომ კრისტალ პალასმა პირველი ტაიმი მოიგო, მაიკლ კერიკის გუნდმა შეძლო და მეორე ნახევარში დააქამბექა, რითაც მნიშვნელოვანი გამარჯვება და 3 ქულა მოიპოვა.

"წითელმა ეშმაკები" ამ გამარჯვების შემდეგ 51 ქულით სამეულში შევიდნენ. რაც შეეხება კრისტალ პალასს, ლონდონური კლუბი 35 ქულით, მე-14 პოზიციაზე დარჩა.

გოლების ავტორები: 0-1 მაქსენს ლაკრუა 4', 1-1 ბრუნო ფერნანდეში (პენ.) 57', 2-1 ბენიამინ შეშკო 65'.