მორიგი გამარჯვება - როგორი შეფასება მიიღო ლოჩოშვილმა კრემონეზეში?

იტალიის სერია ბ-ს გასულ ტურში "კრემონეზე" სტუმრად "კოსენზას" დაუპირისპირდა და 1:2 გაიმარჯვა.

ძირითად შემადგენლობაში იყო მოგებული გუნდის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი.
ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა, ყვითელი ბარათი მიიღო და საბოლოოდ, 6.5 შეფასება დაიმსახურა.
"კრემონეზეს" უკვე ზედიზედ 5 მატჩია არ წაუგია და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.
