მორიგი პრობლემა - რეალ მადრიდს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი გამოკლდა

მადრიდულ დერბიში განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, ჩაბი ალონსოს გუნდში პრობლემები გრძელდება. ესპანელმა სპეციალისტმა ტრავმის გამო კიდევ ერთი ლიდერი — დანი კარვახალი დაკარგა, რომელმაც ფეხის კუნთი დაიზიანა და გუნდს დაახლოებით 4 კვირა ვერ დაეხმარება.
შეგახსენებთ, ტრავმები აწუხებთ რეალ მადრიდის კიდევ 3 ფეხბურთელს, კერძოდ ანტიონიო რუდიგერს, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ფერლან მენდის.
ლა ლიგაში 7 ტურის შემდეგ, მადრიდელები 18 ქულით ლიდერობენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სამეფო კლუბმა მარსელი 2:1 დაამარცხა.
ლა ლიგაში 7 ტურის შემდეგ, მადრიდელები 18 ქულით ლიდერობენ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში სამეფო კლუბმა მარსელი 2:1 დაამარცხა.