ავტორიზაცია

მორიგი ტრავმა რეალში — სამეფო კლუბმა განაპირა მცველი დიდი ხნით დაკარგა

მორიგი ტრავმა რეალში — სამეფო კლუბმა განაპირა მცველი დიდი ხნით დაკარგა
თარიღი 04 Dec 2025, 17:23
რეალ მადრიდის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, რის გამოც ინგლისელი განაპირა მცველი საკმაოდ დიდხანს იუქმებს.

27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ატლეტიკ ბილბაოსთან მატჩში მიიღო, რა დროსაც ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა. პირველადი ინფორმაციით, ინგლისელი მცველი დაახლოებით 2 თვეს იუქმებს.

შეგახსენეთ, რომ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ამ სეზონში 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.