მორიგი უსახური თამაში და მშრალი მარცხი - საქართველოს ნაკრებმა ბათუმში საბერძნეთთან წააგო
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველო ბათუმში საბერძნეთთან დამარცხდა.
შეხვედრა ბათუმში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
თამაში მეტნაკლებად თანაბარი გამოვიდა, თუმცა საგოლე მომენტების შექმნა ორივე გუნდს ძალიან უჭირდა.
როცა თითქოს საქმე ნულოვანი ფრისკენ მიდიოდა, არბიტრმა დონათას რუმშასმა 88-ე წუთზე გიორგი გიორბელიძეს საჯარიმოში ხელით თამაშის ეპიზოდი ვიდეორეფერით გადაამოწმა და ჩვენს კარში თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ბერძნებმა ზუსტად შეასრულეს და წინ გავიდნენ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე კი პელკასმა მცველების შეცდომით ისარგებლა და საქართველოს ნაკრების კარში მეორე გოლი გაიტანა.
6 ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 ქულით ცხრილში ბოლო მე-5 ადგილს იკავებს, ბერძნებმა კი 9 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე იმყოფებიან.