მოულოდნელი მსურველი, რომელიც ბელოტიმ უარით უკვე გაისტუმრა

"ტორინოს" კაპიტანს, ანდრეა ბელოტის ევროპის ტოპ-კლუბებთან ერთად, ერთი საკმაოდ მოულოდნელი მსურველიც გამოუჩნდა.
ჯანლუკა დი მარციოს თანახმად, იტალიელი თავდამსხმელის ხელში ჩაგდებას სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი" ცდილობდა.
რუსული გუნდი "ხარების" ლიდერს სთავაზობდა ოთხწლიან კონტრაქტსა და წელიწადში ოთხ მილიონ ევროს ხელფასის სახით.
"გალომ" "თეთრ-ლურჯები" გაისტუმრა უარით და თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ მას რუსეთში თამაში არ ხიბლავს.
აპენინელი ფორვარდი "გრანატაში" თამაშობს 2015 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 228 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა.