ავტორიზაცია

მოულოდნელი შედეგი ლონდონში — ჩელსიმ და ბარნლიმ ქულები გაიყვეს

მოულოდნელი შედეგი ლონდონში — ჩელსიმ და ბარნლიმ ქულები გაიყვეს
თარიღი 21 Feb 2026, 21:19
ინგლისის პრემიერ ლიგის 27-ე ტურში ლონდონის ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ბარნლი მიიღო და მოულოდნელად ქულები დაკარგა.

შეხვედის ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე, მე-4 წუთზე გახსნეს — თავი ჟოაო პედრომ გამოიჩინა. მატჩის მიწურულს, 93-ე წუთზე არისტოკრატების კარი ფლემინგმა აიღო და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.

ჩელსი 1-1 ბარნლი

გოლები:
1-0 ჟოაო პედრო (4'), 1-1 ფლემინგი (90+3')

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ჩელსის 45 ქულა აქვს და მე-4 ადგილზე იმყოფება, ხოლო ბარნლი 19 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში არისტოკრატები არსენალს ესტუმრებიან.