მოულოდნელი შედეგი პრემიერ ლიგაში — მანჩესტერ სიტი ნიუკასლთან დამარცხდა

პრემიერ ლიგის მე-12 ტურის მორიგი მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ნიუკასლის და მანჩესტერ სიტის დაძაბული დაპირისპირება იხილა.
გუნდებმა 90 წუთის განმავლობაში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა გამარჯვება მხოლოდ ერთს დარჩა — ედი ჰაუს გუნდმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე სრულიად დამსახურებულად დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ ნიუკასლმა 15 ქულას მოუყარა თავი, რითაც მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, პეპ გვარდიოლას გუნდი 22 ქულით, მე-3 პოზიციაზე დარჩა.
ნიუკასლი 2-1 მანჩესტერ სიტი
გოლები: 1-0 ჰარვი ბარნსი 63', 1-1 რუბენ დიაში 68', 2-1 ჰარვი ბარნსი 70'.