მოულოდნელი შედეგი სანტიაგო ბერნაბეუზე — რეალი სელტასთან დამარცხდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-15 ტურში, მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე სელტას უმასპინძლა და მოულოდნელად 0-2 დამარცხდა.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ანგარიში კი სტუმრებმა მეორე ნახევრის სტარტზე — თავი უილიოტ სვედბერგმა გამოიჩინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.
რეალი 0-2 სელტა
გოლები: 0-1, 0-2 უილიოტ სვედბერგი (53', 90+3')
აღნიშნული მარცხის შემდეგ, სამეფო კლუბს 36 ქულა დარჩა, მეორე ადგილზე იმყოფება და სატურნირო ცხრილის ლიდერს, ბარსელონას 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი ალავესს ესტუმრება.

