მოურინიო ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება — პორტუგალიელი ყოფილ კლუბს ჩაიბარებს

რამდენიმე დღის წინ, ჟოზე მოურინიომ თურქული ფენერბაჰჩე დატოვა და მისი წარმომადგენლები ახალ კლუბს აქტიურად ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო სამშობლოში ბრუნდება და უახლოეს დღეებში ბენფიკას მწვრთნელი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ბენფიკა გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ყარაბაღთან 2-3 დამარცხდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ბრუნო ლაგე გაათავისუფლა.
ჟოზე მოურინიო ბენფიკაში 2000 წელს მუშაობდა და მისი თავკაცობით კლუბმა 10 მატჩის ჩაატარა, საიდანაც 5 მატჩი, 3 ფრედ დასრულდა და 2-ჯერ დამარცხდა.