მოურინიოს თურქული კარიერა — რა დაუჯდა ფენერბაჰჩეს ჟოზეს ვოიაჟი?

ჟოზე მოურინიო ფენერბაჰჩეში 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის სექტემბრამდე მუშაობდა და ამ პერიოდში ხელფასის სახით დაახლოებით 12 მილიონი ევრო მიიღო.
თურქულ მედიაში 62 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის საცხოვრებელი ხარჯები გავრცელდა და ცნობილი გახდა, რომ მოურინიო 15 თვის განმავლობაში სტამბულის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში ცხოვრობდა, რაშიც ფენერბაჰჩემ 740 ათასი ევრო გადაიხადა.
შეგახსენებთ, რომ თურქულმა კლუბმა ჟოზე მოურინიო 29 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ გაათავისუფლა და კონტრაქტის მიხედვით კომპენსაციის სახით 15 მილიონ ევრო გადაუხადა. საერთო ჯამში, ფენერბაჰჩეს მოურინიოს თურქული ვოიაჟი დაახლოებით 28 მილიონი ევრო დაუჯდა.