ავტორიზაცია

"მოუთმენლად ველი იმ გამოწვევებს, რაც მომავალში გველოდება" — ჩაბი ალონსო

"მოუთმენლად ველი იმ გამოწვევებს, რაც მომავალში გველოდება" — ჩაბი ალონსო
თარიღი 10 Dec 2025, 12:49
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-6 ტურის მორიგი მატჩები გაიმართება, მათ შორის სანტიაგო ბერნაბეუზე, სადაც რეალი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთმელმა, ჩაბი ალონსომ ისაუბრა და აღნიშნა, რომბოლოდროინდელი წარუმატებლობის მიუხედავად, გუნდი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"ჩვენ ერთი გუნდი ვართ და რთულ პერიოდშიც ვინარჩუნებთ ერთიანობას. როდესაც რეალის მწვრთნელი ხარ, მზად უნდა იყო, რომ მსგავს პერიოდს სიმშვიდით, ერთიანობითა და თავდაჭერილობით შეხვდე. მეც სწორედ ასე ვგრძნობ თავს. მოუთმენლად ველი იმ გამოწვევებს, რაც მომავალში გველის."

"ჩვენ ვიცით, რომ შეგვიძლია ეს ბრაზი, რაც ბოლოდროინდელ იმედგაცრუებებს მოჰყვა რაღაც დადებითად უნდა გარდავქმნათ. ახლა მხოლოდ სიტიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობთ. ფეხბურთში, იქნება ეს კარგი თუ ცუდი კუთხით, ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. ჩემი ყურადღება მთლიანად გუნდზე და მომდევნო მატჩზეა გადატანილი. ეს ისაა, რისი გაკონტროლებაც შემიძლია და სწორედ ამაზე ვარ კონცენტრირებული"
— ჩაბი ალონსო.