"მსგავსი მატჩი არის იმის შესაძლებლობა, რომ დროში დავბრუნდე" - შოთა არველაძე

ხვალ, თბილისში, დინამო არენაზე საქართველოს და ბარსელონას ლეგენდების მატჩი გაიმართება. შეხვედრის წინ კომენტარი შოთა არველაძემ გააკეთა.
"მსგავსი მატჩი კი არის იმის შესაძლებლობა, რომ დროში დავბრუნდე. იმედია, სტადიონზე მოსული გულშემატკივარი კარგ სანახაობას იხილავს" - შოთა არველაძე.