"მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში" — დე ლა ფუენტე

2025 წლის ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ტრავმის გამო ლამინ იამალი დაკარგა.
აღნიშნულ ფაქტს, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის იამალის ტრავმა მოულოდნელი იყო.
"იამალის ტრავმით შოკირებული ვარ. მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა ჩემს სამწვრთნელო კარიერაში და არ მგონია, ეს ნორმალური იყოს. ყველა გაოგნებულია. ჩვენამდე არ მოსულა არანაირი ინფორმაცია და დეტალებზე წარმოდგენაც არ გვქონდა. მოულოდნელად მითხრეს, რომ ლამინს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს" — დე ლა ფუენტე.

